logo
ENG



არ გაბედო ჩაგდება - პარლამენტთან საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდამჭერი აქცია იმართება

13 ნოე 201912:21
3 წუთის საკითხავი
 
g6lsltx5gosarhv.png

პარლამენტთან, მოძრაობა "ქვეყნის სამსახურში" საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდამჭერ აქციას მართავს. აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის თითქმის ყველა შესასვლელთან დგანან. ისინი დეპუტატებს მოუწოდებენ, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი არ ჩააგდონ. მომიტინგეები აცხადებენ, რომ თუ საკანონმდებლო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ, ისინი უფრო მასშტაბურ აქციებს დაიწყებენ. 

„აქ ვდგავართ მკაფიო და ზუსტი მესიჯის გამო. ივანიშვილმა და მისმა კანტორამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩააგდოს ეს კანონპროექტი. გუშინ ვხედავდით უნიჭო სპექტაკლს ამ კანონის ჩაგდების, მაგრამ არ გამოუვათ. თუ ასე მოხდა, ივანიშვილი და მისი პარტია მიიღებს პასუხს. უფრო მასშტაბურ აქციებს მოვაწყობთ. უნდა დამტკიცდეს ეს კანონპროექტი“, - განაცხადა მოძრაობის წევრმა. 

აქციის კიდევ ერთი მონაწილე ამბობს, რომ პარლამენტის გუშინდელ სხდომაზე იყო მცდელობა კანონპროექტის ჩაგდების, რაც მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილისგან გასაკვირი არ არის. 

„ივანიშვილი არის ჩვეულებრივი გადამგდები. გუშინ დავინახეთ, რომ იყო კანონპროექტის ჩაგდების მცდელობა. მნიშვნელოვანია ხალხის პროტესტი და ყველას მოვუწოდებთ გარეთ გამოვიდნენ“, - აღნიშნა აქციის მონაწილემ. 

 

 

 


close დახურვა