logo
ENG



არ გადაეცეს რუისში მიწა რუსულ კომპანიას - აქცია ეკონომიკის სამინისტროსთან

24 ივნ 202014:40
3 წუთის საკითხავი
 

ეკონომიკის სამინისტროსთან აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები რუისის სპორტული მოედნის რუსულ კომპანიაზე Შესაძლო გასხვისებას აპროტესტებენ. 

რუისელები ქარელის მერიას უყურადღებობაᲨი ადანაშაულებენ  და ეკონომიკის სამინისტროსგან მოითხოვენ, რომ მიწის ფართობი არ გადაეცეს რუსულ კომპანია „ბიგ სერვისს“.

„რუისის მოსახლეობის ნაწილი ჩამოვედით სამინისტროსთან, რომ არ გაყიდოს რუისის სპორტული მოედანი. ფართობი ქარელის მერიამ უკვე გაასხვისა, მაგრამ სასამართლოში გასაჩივრების შემდეგ ეს ქმედება აიკრძალა. მერიამ სხვა გზა იპოვა გასასხვისებლად და ეკონომიკის სამინისტროს გადაუფორმა", - ამბობენ აქციის მონაწილეები.

რუისის მკვიდრთა თქმით, ამ კომპანიას მიწის ნაკვეთი უკვე გადაეცა ქუთაისში და ისინი არ დაუშვებენ, რომ რუისის მიწებიც გასხვისდეს. 

შესყიდვის მსურველი არის ბიგ სერვისი, რომელსაც ქუთაისში გადასცეს მიწა ერთ ლარად. დღეს სურათები გვაქვს გადაღებული, არაფერია გაკეთებული იმ მიწაზე, საქონლის საძოვარია", - ამბობს ვლადიმერ ბუზიაშვილი.


close დახურვა