logo
ENG



არ გადასცე სუმბაევი პუტინს - პროკურატურასთან აქცია გაიმართა

18 ოქტ 201913:10
3 წუთის საკითხავი
 
7obalhclj0cf00k.jpeg

„არ გადასცე სუმბაევი პუტინს,“ - ამ მოთხოვნით გენერალურ პროკურატურასთან აქცია სუმბაევის ავდვოკატმა და უფლებადამცველებმა გამართეს. მათი განცხადებით, იაროსლავ სუმბაევს რუსეთში აწამებენ და იუსტიციის მინისტრს მოუწოდებენ, არ გაწიროს ამისთვის ჰაკერი. იაროსლავ სუმბაევის ადვოკატის განცხადებით, მანამ სანამ სუმბაევის გატაცებაში და ფულის წართმევაში მონაწილე პირები არ იქნებიან პასუხისგებაში მიცემულნი, არ უნდა მოხდეს მისი რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემა.

„ჩვენი მოთხოვნა არის ის, რომ ვიდრე სტრასბურგის სასამართლო არ გამოიტანს გადაწყვეტილებას, შეჩერდეს ამ უკანონო გადაწყვეტილების აღსრულება და ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც სუმბაევის გატაცებაში და ფულის წართმევაში მონაწილეობდა არ იქნებიან პასუხისგებაში მიცემული, ის სუს-ის მაღალჩინოსანი, მანამდე არ მოხდეს მისი გადაცემა რუსეთის ფედერაციისთვის,“ - განაცხადა ივანე ნორაკიძემ.


შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველო რუსეთს ძებნილ ჰაკერს მაინც გადასცემს. 

სუმბაევს რუსეთში ჰაკერობასა და თაღლითობაში ადანაშაულებენ, რითაც მან ტუროპერატორებს მატერიალური ზარალი მიაყენა. საქმეს ვიცეპოლკოვნიკი  ევგენია შიშკინა იძიებდა, რომელიც მოსკოვში გასული წლის 10 ოქტომბერს მოკლეს. გამოძიება არ გამორიცხავს, რომ სუმბაევი მკვლელობასთანაც იყოს დაკავშირებული.

რუსეთის პროკურატურის ინფორმაციით, თაღლითურ სქემაში, რომელიც ე.წ. ბილეთების საქმის სახელითაა ცნობილი, სულ 29 ადამიანი იყო ჩართული.

 

იაროსლავ სუმბაევის ადვოკატის განცხადებით, მანამ სანამ სუმბაევის გატაცებაში და ფულის წართმევაში მონაწილე პირები არ იქნებიან პასუხისგებაში მიცემულნი, არ უნდა მოხდეს მისი რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემა.

 

 


close დახურვა