„შეცვალეს" აქტივისტებმა კანცელარიიდან ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გადაინაცვლეს. ლუკა სირაძისადმი სოლიდარობის ნიშნად მოძრაობის წევრებმა და სხვა აქტივისტებმა სავალ ნაწილზე წარწერები დატოვეს. აქტივისტების განმარტებით პრობლემა სისტემაშია და სწორედ ამ სისტემამ შეიწირა ახალგაზრდა. მოძრაობის წევრების მთავარი მოთხოვნა ყველა იმ პირის დასჯაა, რომლებსაც მოზარდის სიკვდილში წვლილი მიუძღვით. აქტივისტები ვახტანგ გომელაურის გადადგომასაც ითხოვენ.
"ლუკა უნდა იყოს ბოლო ახალგაზრდა, რომელიც ამ მანკიერ სისტემას შეეწირა. ჩვენ კი არ გავჩერდებით და ვეცდებით ამ ფორმით შევცვალოთ ეს სისტემა",-აღნიშნა ნიკუშა ფარულავამ.