logo
ENG



არ გამოვრიცხავ, რომ თბილისის ერთ-ერთი რაიონის მაჟორიტარი ვიყო - ბაქრაძე

08 ივნ 202014:52
3 წუთის საკითხავი
 

როდის გახდება ცნობილი ოპოზიციური პარტიების მაჟორიტარობის საერთო კანდიდატების სია - ოპოზიციაში ამბობენ, რომ მოლაპარაკებები უკვე დასკვნით ეტაპზეა.

ხელისუფლების ოპონენტები ვარაუდობენ, რომ უახლოეს ერთ კვირაში თბილისის 8 ოლქთან დაკავშირებით შეთანხმება შედგება. მედიაში ინფორმაცია კონკრეტული გვარების შესახებაც ვრცელდება. 

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ თბილისის ორ ოლქში პარტიას სავარაუდოდ ერთობლივი კანდიდატი ეყოლება. 

ამასთან, იქნება თუ არა ის მაჟორიტარობის კანდიდატი, ამ საკითხზე ბაქრაძე ამბობს, რომ კონკრეტულად ვისი კანდიდატურები განიხილება „ევროპული საქართველოს“ მხრიდან, ამაზე ჯერ ვერ ისაუბრებს.

"მე ძალიან აქტიურად ვიქნები ჩართული პარტიულ კამპანიაში და პროპორციულ ნაწილში, როგორც „ევროპული საქართველოს“ სიით პირველი ნომერი და ნამდვილად არ გამოვრიცხავ, რომ შეთანხმების შემთხვევაში, თბილისის ერთ-ერთი რაიონის მაჟორიტარი ვიყო. მიმდინარეობს კონსულტაცია სწორედ ამაზე, თუ როგორ უზრუნველყოთ მეტი მრავალფეროვნება ამომრჩევლისთვის. მრავალფეროვანი ნიშნავს ძლიერ არჩევანს და ნიშნავს იმას, რომ მთელი ოპოზიცია ერთად დგას და როგორ ვუზრუნველყოთ ის, რომ საკმარისი პოლიტიკური კალიბრის პოლიტიკოსები იქნება, რომ დაამარცხონ "ქართული ოცნება", - აღნიშნა ბაქრაძემ.

რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობას", პარტია თბილისის 2 ოლქს წაიღებს, კერძოდ კი, გლდანს და სამგორს. 

"ჩვენი მთავარი სურვილი არის, რომ ის შემადგენლობა, რასაც ოპოზიცია წარადგენს, იყოს მაქსიმალურად მრავალფეროვანი. ანუ მაქსიმალურად ყველა პარტია იყოს წარმოდგენილი. ჩვენ ვიძახით, რომ დავაყენებთ გლდანის და სამგორის მაჟარიტარულ ოლქებში", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა


close დახურვა