logo
ENG



არ ვაღიარებთ უკანონო ოკუპაციას...საქართველო უნდა იყოს ნატო-ს წევრი-ამერიკელი კონგრესმენი

06 ნოე 201910:50
3 წუთის საკითხავი
 
j8gj1kw6znd37zp.png

ბათუმში მიმდინარე თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით ამერიკელი კონგრესმენი ადამ კისიგერი გამოვიდა. მან ამერიკისა და საქართველოს პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონი თბილისის უცვლელი მხარდამჭერი იქნება.  გარდა ამისა, კონგრესმენის განცხადებით, ამერიკა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერიც არის და ამის დასტურად, კისიგერი მხარდამჭერი აქტის მიღებას ასახელებს. 

"ამერიკა მუდამ თქვენს გვერდზე დგას ტერიტორიული მთლიანობის უფლების დასაცავად. ჩვენ არ ვაღიარებთ უკანონო ოკუპაციას არც საქართველოში და ასევე, არც ყირიმის ოკუპაციას ვაღიარებთ. არ ვაღიარებთ ჰიბრიდულ ომს, რომელიც ევროპაში მიმდინარეობს. საქართველო არის თავისუფლების ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდამჭერი და ჩვენი პრესპიკერი. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას. გვწამს რომ საქართველო უნდა იყოს ნატო-ს წევრი, მთელი პრივილეგიით. გვინდა დავეხმაროთ პარტნიორებს, რომ რუსული ენერგოშანტაჟისგან დამოუკიდებლები გახდნენ. ასევე, უნდა ითქვას, რომ საქართველომ მაქსიმალური წვლილი შეიტანა ავღანეთში. ეს არის მაგალითის მომცემი და ამერიკა ამისთვის მადლობას გიხდით", - განაცხადა კისიგერმა. 

 

 


close დახურვა