ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები, უკვე საოკუპაციო ხაზთან იმყოფებიან. ამ წუთებში სოფელ ოძისის მიმდებარედ ისინი სოლიდარობის აქციას მართავენ.
"ჩვენ გვაქვს იმედია, რომ მსგავსი მშვიდობიანი აქციები გამოიღებს შედეგებს. 27 დღეა უკვე, მამაჩემი დაკავებულია. ამ გზით ვაჩვენებთ მამას, რომ ის მარტო არ არის და აქ მოსული ყველა ადამიანი სოლიდარობას უცხადებს მას. მადლობა ყველას", - აღნიშნა თათა გაფრინდაშვილმა.
"ფორმულას" კითხვაზე, როგორ აფასებს ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი საკრებულოს წევრის ერეკლე კუხიანიძის სკანდალურ კრიტიკაზე, ოჯახმა კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.
"არ მაქვს პასუხი ამ ადამიანის მიმართ. ჩემთვის ახლა მთავარია მამა გათავისუფლეს", - განმარტა თათა გაფრინდაშვილმა.