logo
ENG



არ უნდა გვეგონოს, რომ კორონავირუსი უკვე დავამარცხეთ - ამირან გამყრელიძე

27 აპრ 202019:24
3 წუთის საკითხავი
 
nmf4j8p9fy8vqq2.jpg

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გარკვეული შეზღუდვების მოხსნის გამო მოსახლეობას არ უნდა ეგონოს, რომ ვირუსი უკვე დამარცხებულია.

როგორც ამირან გამყრელიძემ განმარტა, საზოგადოებამ უნდა ისწავლოს ვირუსთან ერთად ცხოვრება და მთავრობის მიერ შეზღუდვათა შემსუბუქება უნდა იყოს ეტაპობრივი.

„ხალხს არ უნდა დარჩეს შთაბეჭდილება, რომ კორონავირუსი უკვე დავამარცხეთ საქართველოში და აწი ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმში გადავალთ. არა, ბატონებო. ჩვენ თანდათან უნდა ვისწავლოთ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება, რათა მისგან მინიმალურზე მინიმალური ზიანი მივიღოთ. ამიტომ ეს შემსუბუქებები უნდა იყოს ეტაპობრივი", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 


close დახურვა