logo
ENG



არ შეიძლება ასე საუბარი, მით უმეტეს რუსეთთან - მოსკოვი გერმანიის ბრალდებებს უარყოფს

06 დეკ 201911:57
3 წუთის საკითხავი
 
7hopo4szmkwwj0s.jpg

მოსკოვი გერმანიის ბრალდებებს უარყოფს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მან არ იცის, რას ემყარება ბრალდება, რომ მოსკოვი ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიებასთან არ თანამშრომლობს. ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში გამართულ პრეს-კონფერენციაზე, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციასთან ასე საუბარი არ შეიძლება.  

"როდესაც ვეკითხებით, რას ნიშნავს თანამშრომლობის არარსებობა, გვპასუხობენ აღიარეთ რომ გააკეთეთ. ეს იქნება პასუხისმგებლიანი თანამშრომლობა გამოძიებასთან. თუ გერმანელმა პარტნიორებმა ეს მოდელი გადაიღეს, მაშინ ალბათ არაფერი გამოგვივა. არ შეიძლება ასე საუბარი, მით უმეტეს რუსეთთან",-განაცხადა სერგეი ლავროვმა.

 

 


close დახურვა