logo
ENG



არ ჰკლა, ეს იდეოლოგია უნდა იყოს სკოლიდანვე - ნათელაშვილი შაქარაშვილის საქმეზე

25 ივნ 202014:15
3 წუთის საკითხავი
 

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გასვენებაში მივიდა. ნათელაშვილმა ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ სკოლებსა და საზოგადოების ყველა სფეროში უნდა იყოს იდეოლოგია - "არ ჰკლა". 

"ტრაბახი, რომ უძველესი ქრისტიანული ქვეყანა ვართ, ბევრს არაფერს ნიშნავს, თუ იდეოლოგია სკოლიდანვე, საზოგადოების ყველა სფეროში იმის თაობაზე, რომ არ ჰკლა. ბიბლია იწყება - „არ ჰკლა“. ამით ვართ ქრისტიანები, ან არ ვართ და რაღაცას ვტრაბახობთ", - განაცხადა ნათელაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილი 18 ივნისს გაუჩინარდა. ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მისი ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. მას სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 2 მუხლით - ძალადობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს. ამ ეტაპზე საქმეზე დაკავებული არავინაა. 


close დახურვა