არა ბეტონის ქალაქს... ნუ გვახრჩობ - ამ სლოგანებით თბილისიის მერიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ანას ბაღის მცველებმა, გარემოს დამცველებთან და სამოქალაქო ატივისტებთან ერთად, დედაქალაქში სხვადასხვა უკანონო მშენებლობა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესება გააპროტესტეს.
აქცია სიმბოლურად სწორედ 13 ივნისს გაიმართა, რადგან, შეკრებილების თქმით, უკანონო მშენებლობის გამო საზოგადოება და გარემო კვლავ საფრთხეშია.
"სამწუხაროდ, ბევრი პოლიტიკოსისგან თუ არასამთავრობოსგან განსხვავებით, ჩვენ ეკოლოგია არ გვახსენდება მხოლოდ საარჩევნოდ. წლებია, ვიბრძვით იმისთვის, რომ თბილისი არ იყოს ეკოლოგიური უბედურების ზონა, მაგრამ, როგორც ჩანს, საზოგადოების აქტივობაც არაა საკმარისი. ივანიშვილმა და კალაძემ დაამყარეს რეკორდი საარსებო გარემოს განადგურების მხრივ. ამის მაგალითია ვერეს ხეობა, დიღმის ჭალები, ანას ბაღი", - აცხადებს ლაშა ჩხარტიშვილი.