ხელისუფლება მხარს დაუჭერს მის მიერვე დაწერილ რუსულ კანონპროექტს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას განადგურებით ემუქრება. ქართული ოცნება პირველი მოსმენით ორივე ინიციატივას მიიღებს, შემდეგ კი ვენეციის კომისიაში გაგზავნის. უმრავლესობის განცხადებებით ამთავითვე ცნობილია, რომ ვენეციის კომისიის დასკვნები ივანიშვილის გეგმებს ხელს ვერ შეუშლის.