გავრილოვის დანახვამ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში, 20 ივნისს მთელი საქართველო ქუჩაში გამოიყვანა - ახლა, კი ჟიული შარტავას სახელობის დარბაზში, სავარძლების სრული უმრავლესობა, ქართველ გავრილოვებს ჰქონდათ დაკავებული და ეს კიდევ უფრო მძიმე სანახავი იყო. პროტესტი საკანონმდებლო ორგანოში და პროტესტი პარლამენტის შენობის გარეთ - არა რუსულ კანონს - ამ შეძახილების გამო, 36 ადამიანი დააპატიმრეს, მათ შორის იყვნენ ჟურნალისტები. ხელისუფლება სახელმწიფოს, ხალხის და კონსტიტუციის წინააღმდეგ - შაბათის ფორმულას სიუჟეტი.