logo
ENG



არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ცათამბჯენზე ხანძარი გაჩნდა

06 მაი 202011:15
3 წუთის საკითხავი
 

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ცათამბჯენზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ქალაქ შარჯაში მდებარე 48 სართულიან ცათამბჯენს გაუჩნდა. ხანძრის გაჩენის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ახლომდებარე შენობებიდან მოსახლეობა გაიყვანეს. ადგილობრივი მედიასაშუალებების ცნობით, ხანძარი იმდენად ძლიერი იყო, რომ ცათამბჯენიდან ნამსხვრევები ცვიოდა. 


close დახურვა