logo
ENG



არადომინანტმა კონფესიებმა 25 დეკემბერს ქრისტეს შობა აღნიშნეს (ფოტოები)

25 დეკ 202011:45
3 წუთის საკითხავი
 
არადომინანტმა კონფესიებმა 25 დეკემბერს ქრისტეს შობა აღნიშნეს (ფოტოები)

საქართველოს არადომინანტმა რელიგიურმა ჯგუფებმა ქრისტეს შობა არატრადიციულად აღნიშნეს. 25 დეკემბერს ევანგელისტურ-ბაპტისტურ ეკლესიაში საშობაო წირვა გვიან ღამემდე მიმდინარეობდა და ონლაინ გადაიცემოდა. მათ მრევლს საშობაო წირვაზე დასწრება მხოლოდ ერთჯერადი საშვებით შეეძლო. 7 იანვრისგან განსხვავებით, მთავრობამ ამ დღეს კომენდანტის საათი არ მოხსნა. ეპისკოპოს რუსუდან გოცირიძის თქმით, უხერხულია, როდესაც სახელმწიფო მეორეხარისხოვან მოქალაქედ აღგიქვამს.

მარიამის ზეცად აყვანების თბილისის კათოლიკურ ტაძარში, გადაადგილების შეზღუდვის გამო, წირვა 18:00 საათზე დაიწყო და 21:00 საათამდე დაასრულდა. კათოლიკე ეკლესიამ ერთჯერად საშვებზე უარი თქვა. ეკლესიის ეპისკოპოსის ჯუზეპე პაზოტოს განცხადებით, დამსწრეთა მსურველების პირადი მონაცემების მოგროვება პრობლემური იყო. 

ევანგილსტურ-ბაპტისტური ეკლესია, საშობაო ღვთისმსახურება

ევანგილსტურ-ბაპტისტური ეკლესია, საშობაო ღვთისმსახურება

ევანგილსტურ-ბაპტისტური ეკლესია, საშობაო ღვთისმსახურება

შობა თბილისის კათოლიკურ კათედრალში

შობა თბილისის კათოლიკურ კათედრალში

შობა თბილისის კათოლიკურ კათედრალში

 


close დახურვა