logo
ENG



არაერთი საქმე ვიცით, როცა პროკურატურამ სახალხო დამცველს გადასცა მასალები - თოდაძის ადვოკატი

25 ოქტ 201908:49
3 წუთის საკითხავი
 
w0txoz2efhgvwk8.jpg

პროკურატურამ ომბუდსმენს ილია ჯიშკარიანის საქმის მასალები არ გადასცა. ამის მიზეზად კი ის ფაქტი დაასახელა, რომ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება ჯერ არ არსებობს. სახალხო დამცველის აპარატში სექსუალური და ფიზიკური ძალადობის საქმესთან დაკავშირებით კითხვები აქვთ და პროცედურულ დარღვევებზე საუბრობენ. ომბუდსმენის ჩართვას ითხოვს ილია ჯიშკარიანის უფლებადამცვლიც. დაზარალებულ მხარეს კი მიაჩნია, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატი საკუთარი გავლენების გამოყენებით გამოძიებაზე ზემოქმედებას ახდენს.

თამარ ლუკავას თქმით, არაერთი მაგალითი არსებობს, როდესაც პროკურატურამ სახალხო დამცველს მისცა საშუალება საქმის მასალებს გაცნობოდა.

"ჩვენ ვიცით არაერთი საქმე, მათ შორის გახმაურებული საქმეებიც, სადაც გამონაკლისის სახით პროკურატურამ მისცა სახალხო დამცველს შესაძლებლობა სრულად გასცნობოდა საქმის მასალებს და ასევე გადასცა კიდეც საქმის მასალები. იყო ისეთი საქმეებიც, რომელთაც ედოთ გრიფი და გასაიდუმლოებული იყო, თუმცა მასალების გადაცემის დროს ამას სახალხო დამცველისთვის არ შეუქმნია პრობლემა,"-განმარტავს თამთა თოდაძის ადვოკატი თამარ ლუკავა

შეგახსენებთ, „ქართული ოცნებიდან“ თბილისის საკრებულოს წევრს, ილია ჯიშკარიანს თანამშრომელი სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.


close დახურვა