logo
ENG



არავითარი ოპტიმისტური მოლოდინი არ მაქვს - ოპოზიცია ხელისუფლებას ხვდება

15 დეკ 201912:38
3 წუთის საკითხავი
 
4l5vvjivlubzrea.jpg

ოპოციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. შეხვედრას ესწრება დიპლომატიური კორპუსიც. როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, არც ამჯერად აქვთ მოლოდინი რაიმე დადებითი და ქმედეთი ნაბიჯის გადადგომის "ქართული ოცნების" მხრიდან. რაც შეეხება ხელისუფლების ახალ ინიციატივას მრავალოლქიანი მაჟორიტარული სისტემის შესახებ, ოპოზიციის განმარტებით, აღნიშნული გერმანული მოდელის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია და მისი ცალკე განხილვა დაუშვებელია. 

"ოპოზიციის ყველა ქმედება კონსტრუქციულია, ოცნების კი - დესტრუქციული. ოპოზიცია ითხოვს გერმანულ მოდელს მრავალმანდატიანის ჩათვლით, რაც გაგზავნილია ეუთო ოდირში. დღეს ველოდებით მათი, ანუ ოცნების მხრიდან, ისინი რას იტყვიან. არ ვიცი, რა მოლოდინი უნდა მქონდეს მისგან, ვინც ყოვედღე ახალ ტყუილს აცხობს. მნიშვნელოვანი წარმატებაა, რომ ქართული ოცნება იძულებულია, იყოს დიალოგში და მოიტანოს გამოსავალი ამ უმძიმესი კრიზისიდან", - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ. 

გრიგოლ ვაშაძის თქმით კი, ხელისუფლების მხრიდან დადებითი მოლოდინი არავის უნდა ჰქონდეს. 

"არავითარი ოპტიმისტური მოლოდინი არ მაქვს, რადგან მოლოდინის რეჟიმში ვართ როდის ამოეწურებათ მოთმინება და დათანხმდებიან რაიმე კოსტრუქციულზე. უფრო იმის მოლოდინი მაქვს, რომ მოიტანენ რამე მიუღებელს, რაც შეურაცხყოფის ან დაცემის ზღვარზე იქნება", - განმარტა ვაშაძემ. 

ამ მოსაზრებებს იზიარებს გიგა ბოკერიაც, რომელიც დარწმუნებულია, რომ დღევანდელი შეხვედრაც ფორმალური იქნება. ამიტომ პროტესტი კვლავ გაგრძელდება.  

"ჩვენ გვაქვს პოზიცია, რომ სანამ ივანიშვილი უკან არ წაიღებს თავის სიტყვას პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით, მანამდე გაგრძელდება პროტესტი ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც. მათი იზოლაცია მოხდება", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ინიციატივა, რომელზეც დღეს ხელისუფლება მსჯელობას გეგმავს, 73-ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქის ნაცვალდ, 10 მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქის შექმნას გულისხმობს. ამასთან, როგორც კონსტიტუციონალისტი აღნიშნავს, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი თითო ოლქში მანდატების შესაბამისად აირჩევა.

 


close დახურვა