კანდიდატის სტატუსის ბედს გეოპოლიტიკური ფაქტორები გადაწყვეტს. ეს შინაარსის გამომდინარეობს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებიდან, რომელიც ანალენა ბერბოკმა ევროკომისიის ანგარიშამდე 6 დღით ადრე გააკეთა. ამასთან, გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა გაიხსენა იმედგაცრუება ბალკანეთის ქვეყნების მაგალითზე.
გეოპოლიტიკურ ფაქტორებს ასახელებს საქართველოს მესამე სექტორიც. მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ პირობები არ შეასრულა, ქვეყანამ მაინც უნდა მიიღოს სტატუსი. მიმართვას 160-ზე მეტი ორგანიზაცია შეუერთდა.