logo
ENG



არასამთავრობო ორგანიზაციების პასუხი პარლამენტის თავმჯდომარეს

08 იან 202320:10
3 წუთის საკითხავი
 

საქართველო ისევ სახალხო დამცველის გარეშეა. ოპოზიცია ფიქრობს, რომ “ქართული ოცნება” დამოუკიდებელ ინსტიტუტს არ დათმობს. ხელისუფლება რომ შეთანხმებისთვის მზად არ არის, ეს საშემოდგომო სესიაზეც გამოჩნდა - მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდმა უშედეგოდ ჩაიარა. მმართველი გუნდი საკუთარის ნაცვლად სხვის პასუხისმგებლობაზე საუბრობს და თითს ოპოზიციასთან ერთად მესამე სექტორისკენ იშვერს. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ომბუდსმენის კანდიდატურასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს მალე  განაახლებენ  თუმცა შანსი იმისა რომ კონსენსუსი ამჯერად მაინც შედგეს, მცირეა. 


close დახურვა