logo
ENG



არასამთავრობოები: საპენსიო ფონდის ხელმძღვანელის წასვლა მიანიშნებს სისტემაში ხარვეზებზე

09 დეკ 201916:42
3 წუთის საკითხავი
 
uwglvbjr4upcxd3.png

არასამთავრობო ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ საპენსიო ფონდის ხელმძღვანელის მხრიდან პოსტის დატოვება გარკვეულ ეჭვებს აჩენს, რომ სისტემაში არსებობს ხარვეზები.

„საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივაში“ განმარტავენ, რომ მათ სარჩელიც აქვთ შეტანილი საპენსიო დაგროვებითი სისტემის სავალდებულოობასთან დაკავშირებით და ამბობენ, რომ გამართული სისტემის ხელმძღვანელი განმარტებების გარეშე არ უნდა მიდიოდეს თანამდებობიდან.

„ჩვენ დაახლოებით ერთი წლის წინ მივმართეთ სასამართლოს დაგროვებითი სისტემის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით, კერძოდ, ვასაჩივრებთ საპენსიო სისტემის სავალდებულო ხასიათს. ფონდის ხელმძღვანელის წასვლა ამ ეჭვებს კიდევ უფრო ამყარებს. არ შეიძლება ამხელა ბიუჯეტის მქონე ფონდის ხელმძღვანელი, რომელიც ამბობს, რომ ააწყო და გამართა სისტემა, ასე მოულოდნელად მიდიოდეს. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ამ სისტემასთან დაკავშირებით ხარვეზები არსებობს“, - აცხადებენ „საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივაში“.

ამ ეტაპზე უცნობია, ვინ შეცვლის ლევან სურგულაძეს. მან სამეთვალყურეო საბჭოს უკვე მიმართა თხოვნით, 16 იანვრიდან დაეტოვებინა თანამდებობა. 16 იანვრამდე კი მოვალეობას თავადვე შეასრულებს.


close დახურვა