არასრულწლოვანი, რომელსაც მეტრო „გოცირიძის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მატარებელი დაეჯახა, მართვით სუნთქვაზეა. 12 წლის მოზარდი იაშვილის სახელობის კლინიკაში, გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაშია მოთავსებული და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ ინფორმაციას მკურნალი ექიმი, მარინე ფირცხალავა ავრცელებს.
„ბავშვი იმყოფება კომატოზურ მდგომარეობაში. ამ ეტაპზე არ საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას. აღენიშნება ექსკორიაციები ხელზე და სახის არეში. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა“ - ამბობს ექიმი.
როგორც „ფორმულას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 275 მუხლით მიმდიბარეობს, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის წესების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.