logo
ENG



არასრულწლოვანი გოგო, რომელსაც რამდენიმე დღე ეძებდნენ, სახლში დაბრუნებაზე უარს ამბობს

23 აპრ 202117:04
3 წუთის საკითხავი
 

არასრულწლოვანი გოგო, რომელიც გურიაში გაუჩინარდა და რამდენიმე დღე ეძებდნენ, სახლში დაბრუნებაზე უარს ამბობს. ის სოციალურმა მუშაკმა ცალკე გადაიყვანა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 17 წლის გოგო ჩვენება ყვება, რომ მამისგან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო. მისივე თქმით, გაუჩინარებამდე რამდენიმე დღით ადრე მამამ მას ტელეფონი დაუმტვრია.

გოგოს დედა ჟურნალისტებთან ოჯახში ძალადობას უარყოფს.

"გამორიცხულია, არაფერი ძალადობა ოჯახში არ ყოფილა, კარგი ურთიერთობა ჰქონდათ მამა-შვილს. არ ვიცი მეტი არაფერი", - თქვა დედამ.

გოგოს მამა მთელი დღე ოზურგეთის პოლიციაში იკითხებოდა. 

არასრულწლოვანი გაუჩინარებიდან მესამე დღეს, 21 აპრილს იპოვეს. ის ოზურგეთიდან სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ დაიკარგა. გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლითაა დაწყებული.


close დახურვა