logo
ENG



არასრულწლოვანი პოლიციას ზეწოლასა და ძალადობაში ადანაშაულებს

07 თებ 202217:33
3 წუთის საკითხავი
 

არასრულწლოვანი პოლიციას ზეწოლასა და ძალადობაში ადანაშაულებს.

მოზარდი ფორმულასთან ყვება, რომ პოლიციელები მათ სახლში შევიდნენ, სახლი გაჩხრიკეს, დედას თავს დაესხნენ და შვილების თანდასწრებით დააკავეს.

არასრულწლოვანი არ გამორიცხავს, რომ მომხდარი უკავშირდებოდეს ვიდეოს, რომელშიც მისი თქმით, პოლიციელის მხრიდან ქრთამის აღებაა ასახული. მოზარდი ყვება, რომ ეს მასალა მის ტელეფონში ინახებოდა.

"საღამოს 7 საათისკენ, რვა თუ შვიდი პოლიციელი შემოიჭრა ჩემს სახლში. დედაჩემმა გაუღო კარი. დედამ სთხოვა, საბუთები წარმომიდგინე, თუ არადა, რატომ შემოდიხარო? არ წარმოუდგენიათ საბუთები, მარტო ამოიღეს ფურცლები, არაფერი ეწერა. შევიდნენ ჩემს ოთახში, გაანადგურეს ყველაფერი. ორი შვილის დედას უთხრეს, სახლში იარაღი გაქვსო. იარაღი რაში სჭირდება დედაჩემს? ძებნის დროს ვერაფერი იპოვეს საერთოდ. ამის შემდეგ ვიღებდი ლაივს რომ ყველაფერი გამოჩენილიყო კარგად, როგორ იქცეოდნენ. დედაჩემს დაესხნენ თავს, მაიკა და ყველაფერი შემოგლეჯილი ჰქონდა ქალს, მეც ხელზე დაზიანებული მაქვს, ტელეფონი წამართვეს. დედაჩემი წაიყვანეს, არ ვიცი სად წაიყვანეს, არავინ არაფერს მეუბნება", - ამბობს დაკავებულის შვილი. 

მოზარდები თავშესაფარში გადაიყვანეს.

შსს-ში ამბობენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. 


close დახურვა