logo
ENG



არაფერი არ ხდება, რაც წარმოუდგენელია - დეკანოზი მათეშვილი მეუფე იაკობის სკანდალზე

27 ოქტ 201901:02
3 წუთის საკითხავი
 
ko06perwkrmcr9z.jpg

დეკანოზი ლევან მათეშვილი, მეუფე იაკობის განცხადებას საკუთარ  Facebook-გვერდზე გამოეხმაურა. დეკანოზის თქმით, მსოფლიო ეკლესიის ისტორია სავსეა უღირსი ადამიანების ისტორიით.

„არაფერი არ ხდება, რაც წარმოუდგენელია, მინდა განუგეშოთ, უფალი თუ ჩვენთანაა, ვისი უნდა გვეშინოდეს, უფალი მეფობს და არა ადამიანები, უფალი მომთმენია და მისი სამართალი ჭეშმარიტი. ჩვენ არც ჩვენ წინაპრებზე უარესები ვართ და არც უკეთესები, იგივე ვნებათაღელვებია ახლაც, რაც ადრე“, - წერს დეკანოზი.

შეგახსნებთ, რომ 26 ოქტომბერს მეუფე იაკობი „ტვ პირველთან“ საერო და საეკლესიო ხელისუფლებებზე ალაპარაკდა. მისი თქმით, „თანამშრომლობა მიდის ყველასთან, ჩემთანაც ცდილობენ, მაგრამ ვერაფერს გახდნენ, მაპატიეთ, მაგრამ მკიდია, ისინიც და ისინიც, ბიძინა ივანიშვილით დაწყებული ყველათი დამთავრებული, დედას იმას ვუზამ ყველას“, - განაცხადა ეპისკოპოსმა იაკობმა.

 


close დახურვა