სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული ვითარება 2012 წლის შემდეგ პირველად, საგანგებო მისიის ფარგლებში შეისწავლა ევროსაბჭოს წამების პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა. დასკვნა ემთხვევა ომბუდსმენის ანგარიშებს- ციხეებში იზრდება კრიმინალური სუბკულტურის გავლენა, ასევე მაყურებელთა როლი და გროვდება ეგრეთ წოდებული ობშიაკი. ფაქტებს უარყოფს იუსტიციის სამინისტრო.