გავრცელებული ჩანაწერები კრავს სურათს, თუ როგორ მუშაობს ქვეყანაში არაფორმალური მმართველობა და როგორ ემსხურება ივნიშვილის ინტერესებს - თანაშემწედ ქცეული პრემიერი ღარიბაშვილ. საქართველოს მთავრობა არ წყვეტს რუსული ბიზნესის ხელშეწყობას. ივანიშვილი ვალშია. ვალშია ხიდაშელთან, რომელსაც რიყის დოქები 80 მილიონი ლარით იაფად მისცეს, ამის შემდეგ კი 49 წლით რაჭა-ლეჩხუმის 104 ათასი ჰექტარი მიწა გადაეცა. ივანიშვილი სავარაუდოდ ვალშია ოლიგარქ ბრეუსთანაც, რომელმაც ასევე უპრეცედენტო ფასდაკლებით ჩაიგდო ხელში მიხეილის საავადმყოფო. რითია დავალებული ევტუშენკოვისგან ქვეყნის არაფორმალური მმართველი, ჯერ უცნობია. ფორმულას ინფორმაციით, არსებობს სკანდალური ვიზიტის ერთ-ერთი ვერსია, რომ სანქცირებული ოლიგარქი - ხიდაშელის ხელით "ვითიბი ბანკი საქართველოს" ყიდვითაა დაინტერესებული.
არაფორმალური მმართველობა რუსული ბიზნესის დასახმარებლად
26 აპრ 202221:05
3 წუთის საკითხავი