logo
ENG



არაყიშვილის ქუჩამდე მონაკვეთზე ავტომობილებისთვის მოძრაობა 16 ოქტომბრიდან აღდგება

15 ოქტ 201908:15
3 წუთის საკითხავი
 
wvk5d5c7yz1hw16.png

 

კახა კალაძე გვიან ღამე ჭავჭავაძის გამზირის მეორე სარეაბილიტაციო მონაკვეთში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. „პიქსელის" შენობიდან არაყიშვილის ქუჩამდე მონაკვეთზე ავტომობილებისთვის მოძრაობა 16 ოქტომბრიდან აღდგება, თუმცა სამუშაოები პარალელურ რეჟიმში გაგრძელდება.

„ჩვენ დავპირდით მოსახლეობას, რომ 16-დან შესაძლებელი იქნებოდა მეორე მონაკვეთზე ავტომობილებით გადაადგილება, ეს არის პიქსელიდან არაყიშვილის, რამიშვილი კვეთა ჭავჭავაძის გამზირზე, ეს არ ნიშნავს რომ სამუშაოები დამთავრებულია, მხოლოდ და მხოლოდ ქვედა ფენა იქნება მოწყობილი,“-განაცხადა თბილისის მერმა.

ჭავჭავაძის გამზირზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები არაყიშვილის ქუჩიდან რიგის ქუჩის  მონაკვეთამდე გაგრძელდება, კალაძის თქმით სამუშაოები თვის ბოლოსთვის დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციაზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან  15 მილიონი ლარი დაიხარჯება.

 


close დახურვა