logo
ENG



არახამია: აზოვსტალში უკრაინელ სამხედროებთან კავშირი აღდგენილია

04 მაი 202222:01
3 წუთის საკითხავი
 
არახამია: აზოვსტალში უკრაინელ სამხედროებთან კავშირი აღდგენილია

უკრაინული მმართველი პარტიის ფრაქციის უფროსის, დავით არახამიას განცხადებით, აზოვსტალის ქარხანაში უკრაინელ სამხედროებთან კონტაქტი აღდგენილია. 

რადიო თავისუფლების რუსულ გამოცემასთან მან ასევე თქვა, რომ აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე რუსი ჯარისკაცები იმყოფებიან. 

რუსი სამხედროები აზოვსტალში რამდენიმე ადგილას შეიჭრნენ. მძიმე ბრძოლები რამდენიმე საათია, მიმდინარეობს. 

თუმცა, უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, აზოვსტალში რუსული ჯარის მცდელობა, დაიკავოს ქარხნის ტერიტორია, წარუმატებლად მიმდინარეობს. 

გენშტაბი წერს, რომ რუსები აზოვსტალზე კონტროლის დამყარებას როგორც ქვეითი, ისე საჰაერო საბრძოლო მეთოდებით ცდილობენ. 


close დახურვა