logo
ENG



არახამია: რეზნიკოვი სხვაგან გადავა, თავდაცვის სამინისტროს ბუდანოვი უხელმძღვანელებს

06 თებ 202309:13
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/06/cssck3hsk3da0od.jpg
LIGA.net

Unian-ის ინფორმაციით, ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარემ, დავით არახამია განაცხადა, რომ უკრაინის ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი სტრატეგიული მრეწველობის მინისტრის თანამდებობაზე გადაიყვანეს, ხოლო თავდაცვის სამინისტროს გენერალ-მაიორი კირილ ბუდანოვი უხელმძღვანელებს.

"ომი კარნახობს საკადრო პოლიტიკას. დრო და გარემოებები მოითხოვს გაძლიერებას და გადაჯგუფებას. ეს ხდება ახლა და მოხდება მომავალში." - განაცხადა არახამიამ.

მისი თქმით, რეზნიკოვი გადაყვანილია სტრატეგიული მრეწველობის მინისტრის თანამდებობაზე სამხედრო-სამრეწველო თანამშრომლობის გასაძლიერებლად.

არახამიამ ასევე განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს უხელმძღვანელებს იგორ კლიმენკო, ხოლო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს ვასილი მალიუკი.


close დახურვა