logo
ENG



არახამია: ქართველი ხალხის ტრაგედია ჩვენი ტრაგედიაცაა, ვუსამძიმრებ შოვში დაღუპულთა ოჯახებს

04 აგვ 202320:53
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/04/7ocnggphy5i0o9t.png

უკრაინის ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარე დავით არახამია განცხადებას ავრცელებს და შოვში, მეწყრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. მისი თქმით, ქართველი ხალხის ტრაგედია უკრაინის ტრაგედიაცაა.

"მინდა სამძიმარი ვუთხრა შოვის ტრაგედიაში დაღუპულთა ოჯახებს და მთელ საქართველოს. რაც არ უნდა ხდებოდეს უკრაინაში, შუაგულ ომშიც კი, ჩვენ ყოველთვის ვიფიქრებთ იმაზე, როგორ დავუდგეთ უკრაინისთვის უახლოეს ერს, ქართველებს გვერდით! ქართველი ხალხის ტრაგედია ჩვენი ტრაგედიაცაა, პირადად ჩემთვის კი - განსაკუთრებით. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ვლოცულობთ დაკარგულთა გადარჩენისთვის", - წერს არახამია.

3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა.

ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი.

ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გზების გაწმენდის სამუშაოები ღამით დასრულდა და დღეს დილიდან გაგრძელდა.

სტიქიის ზონაში დაკარგულ ადამიანებს მაშველები კვლავ ეძებენ. 


close დახურვა