logo
ENG



არგენტინის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიცია იმარჯვებს

28 ოქტ 201912:36
3 წუთის საკითხავი
 
s4sohsydvzn20qv.jpg

არგენტინის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიცია იმარჯვებს. მემარცხენე ცენტრისტები ხმების უმრავლესობას აგროვებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის სათავეში ფერნანდესების წყვილი დაბრუნდება. დამარცხება უკვე აღიარა მოქმედმა პრეზიდენტმა და მოწინააღმდეგეებს თანამშრომლობა შესთავაზა. 

მოქმედმა პრეზიდენტმა მაურისიო მაკრიმ ამომრჩეველთა ხმების მხოლოდ 40 მოაგროვა. წინასწარი შედეგების გამოცხადებისთანავე მან დამარცხება აღიარა და თავის ოპონენტ ფერნანდესს გამარჯვება მიულოცა.

საპრეზიდენტო არჩევნები არგენტინაში მნიშვნელოვან პერიოდს დაემთხვა. ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისშია. მთავარ პრობლემას კი სიღარიბე წარმოადგენს. ეროვნული ვალუტის კურსის მკვეთრი ვარდნის გამო ქვეყნის ხელისუფლებამ დასახმარებლად საერთაშორისო სავალუტო ფონდს მიმართა.

ალერტო ფერნანდესის არჩევნებში გამარჯვება კრისტინა ფერნანდეს კირშნერმა განაპირობა, რომელსაც არგენტინაში თანამედროვე ევა პერონს უწოდებენ. მისმა ჩართვამ კამპანიაში ალბერტო ფერნანდესი პოპულარული გახადა და მან აგვისტოში ჩატარებული პრაიმერიზიც მოიგო. ახალი პრეზიდენტი მოვალეობის შესრულებას 10 დეკემბერს შეუდგება.


close დახურვა