logo
ENG



არგია ოპოზიციას თუ დაესწრება პრემიერის ანგარიშს და პოლიტიკურ ცირკს არ მოაწყობს - ვოლსკი

25 ივნ 202015:04
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკი პრემიერ-მინისტრის ყოველწლიურ მოხსენებაზე დასწრებას მიესალმება, თუმცა ამბობს, რომ ოპოზიციას ცირკის მოწყობა სურს.

ვოლსკის განცხადებით, გიორგი გახარიას პასუხები იქნება ამომწურავი. 

"ძალიან კარგია ოპოზიცია თუ დაესწრება და პოლიტიკურ ცირკს არ მოაწყობს, არ ეცდება ყოველ შემთხვევაში, რომ ეს ცირკი მოაწყოს. ეს ვერ გამოუვიდათ ერთხელ, ორჯერ, ახლაც ფიქრობენ რევანში მიიტანონ. პრემიერ- მინისტრი აპირებს ძალიან ბევრი საკითხი გამოიტანოს ჩვენ წინაშე და დიდი იმედი არ მაქვს და მოვუწოდებ ყველას, განსაკუთრებით ოპოზიციას, იყოს კრიტიკული, მაგრამ საქმიანი",- განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ხვალ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარდგება.


close დახურვა