logo
ENG



არესტოვიჩი: დონბასში, ერთ-ერთი ნაწილში უკრაინული ჯარი შეტევაზე გადავიდა

02 მარ 202216:31
3 წუთის საკითხავი
 
არესტოვიჩი: დონბასში, ერთ-ერთი ნაწილში უკრაინული ჯარი შეტევაზე გადავიდა

ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მე-7 დღეს უკრაინული ჯარი პირველად გადავიდა შეტევაზე. 

"ეს კარგი ამბავია". - აცხადებს არესტოვიჩი

მისი განცხადებით, უკრაინული ჯარები შეტევაზე დონბასში, ერთ-ერთ ნაწილში - გორელოვკას გარეუბანში გადავიდა. 

"ისინი იქ რჩებიან და ალბათ, განავითარებენ კიდეც შეტევას, რაც არ შეიძლება, არ იყოს კარგი ამბავი. ომის დაწყებიდან მე-7 დღეს პირველად მოხდა, რომ უკრაინული ქვედანაყოფი შეტევაზე გადავიდა. ვფიქრობ, ეს არ ბოლო და უკანასკნელი კონტრშეტევა. მალე მოვა, როცა ჩვენ არა მხოლოდ დავიცავთ ჩვენს მიწას, არამედ გავათავისუფლებთ მას". - აცხადებს არესტოვიჩი

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. 


close დახურვა