logo
ENG



არესტოვიჩი: რუსები ომის მიმდინარეობას ვერ შეცვლიან, მათ წაგება გარანტირებული აქვთ

02 დეკ 202220:14
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/02/6vr5c78xplmdj3o.jpg

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, რუსები ომის მიმდინარეობას ვერ შეცვლიან, მათ წაგება გარანტირებული აქვთ.

"ისინი [რუსები] ომის მიმდინარეობას ვერ შეცვლიან, მათ წაგება გარანტირებული აქვთ", - თქვა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსული ძალების აქტივობა ახლა ბახმუტისა და ავდიივკას მიმართულებით შეიმჩნევა.

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, ბახმუტისთვის სისხლიანი ბრძოლები გრძელდება. ამერიკელი ანალიტიკოსების თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსების წინააღმდეგ აქტიურად იბრძვიან.

ამასთან, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რუსები აზვიადებენ თავიანთ მიღწევებს ბახმუტთან, რადგან მათი თქმით, რუსი ოკუპანტების ბოლო განცხადებები ბახმუტთან წინსვლის შესახებ არ მიუთითებს რუსული ჯარების მიერ ქალაქის გარდაუვალ ალყაზე.


close დახურვა