logo
ENG



არესტოვიჩი: რუსებმა, შესაძლოა, მასიური სარაკეტო შეტევა უკრაინაზე ამ კვირაში განახორციელონ

11 იან 202313:30
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/11/vs3z76rlqs5feu3.jpg

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, რუსებმა, შესაძლოა, კიდევ ერთი მასიური სარაკეტო შეტევა უკრაინაზე ამ კვირაში განახორციელონ.

"ადრე თუ გვიან, ეს მოხდება. დროის მიხედვით, გამოდის 12-15 იანვარს, ამ კვირის ბოლოს. თუმცა რუს ოკუპანტებს ამ დაბომბვის გადადება შეუძლიათ", - თქვა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველმა.

10 ოქტომბრიდან, რუსეთი მასიურად ბომბავს უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს. ნოემბრის ბოლოს კი ქვეყანაში ელექტროენერგია გაითიშა. დაბომბვის შედეგად, უკვე 702 კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტია დაზიანებული.

უკრაინის ცნობით, უკრაინის ენერგეტიკული სისტემის სრულ აღდგენას, შესაძლოა, წელიწადნახევარი დასჭირდეს.


close დახურვა