უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩევლის ალექსეი არესტოვიჩის განცხდებით, რუსეთი დღეს უკრაინის მიმართულებით 100 რაკეტის გაშვებას გეგმავს. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსული რაკეტების გაშვების ფონზე საჰაერო განგაში გამოცხადდა.
"100-ზე მეტი რაკეტა. ნუ უგულებელყოფთ თავშესაფრებს. ქალაქები კიევის აღმოსავლეთით - რაკეტების ჩამოგდება შეიძლება უფრო ადრე მოხდეს", - წერს არესტოვიჩი.
***
უკრაინაში მასშტაბური საჰაერო განგაშია გამოცხადებული.
ოპერატიული სარდლობა იუგის [აღმოსავლეთი] ინფორმაციით, საჰერო განგაში ქვეყნის მასშტაბით, დასავლური ნაწილის გარდა, ადგილობრივი დროით 05:33 საათზე დაიწყო.
სარდლობით ცნობით, რუსებს შავ ზღვაში ორი ხომალდი ყავს გაყვანილი, რომელზეც 16 რაკეტა "არის მზად გასაშვებად".