უკრაინაში მასშტაბური საჰაერო განგაშია გამოცხადებული.
ოპერატიული სარდლობა იუგის [სამხრეთი] ინფორმაციით, საჰერო განგაში ქვეყნის მასშტაბით, დასავლური ნაწილის გარდა, ადგილობრივი დროით 05:33 საათზე დაიწყო.
სარდლობით ცნობით, რუსებს შავ ზღვაში ორი ხომალდი ყავს გაყვანილი, რომელზეც 16 რაკეტა "არის მზად გასაშვებად".
უკრაინული ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს თავშესაფრებიდან გარეთ არ გავიდნენ.
ამჟამად, ოდესის OVA-ს სპიკერის, სერგეი ბრაჩუკის თქმით, შავ ზღვაში გამშვებ სარაკეტო ხომალდს კიდევ ერთი წყალქვეშა ნავი დაემატა, რომელზეც კიდევ 4 რაკეტაა დამონტაჟებული.