logo
ENG



არესტოვიჩი: სამხედრო გზით მარიუპოლის ბლოკადის მოხსნა შეუძლებელია

11 აპრ 202213:12
3 წუთის საკითხავი
 
არესტოვიჩი: სამხედრო გზით მარიუპოლის ბლოკადის მოხსნა შეუძლებელია

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამხედრო მრჩეველი, ალექსი არესტოვიჩი ამბობს, რომ მარიუპოლის ალყის სამხედრო გზით მოხსნა შეუძლებელია. 

არესტოვიჩის თქმით, ამის მიზეზი ის არის, რომ უკრაინელი ჯარისკაცები ქალაქამდე ვერ მივლენ, მათ რუსული არმია როსტოვის ოლქიდან და ყირიმიდან დაბომბავს იმის გათვალისწინებით, რომ ტერიტორია, რომელიც რუსულმა ავიაციამ უნდა გადაიფრონოს, რუსეთის მიერ კონტროლდება. 

ხოლო იმ შემთვევაში, თუ უკრაინელები მარიუპოლამდე მივიდნენ, არესტოვიჩის თქმით, ბლოკადის მოხსნას მაინც ვერ შეძლებენ, რადგან უკრაინას ამისთვის საკმარისი ძალა და რესურსი არ აქვს. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი აცხადებს, რომ მარიუპოლის ალყის მოხსნა არაპირდაპირი გზით არის შესაძლებელი. 

ეს გზებია: 

  • "მელიტოპოლის რკინიგზის დაზიანებით შეწყდა რუსული ჯარების მომარაგების ხაზი. 
  • უკრაინის შეიარაღებული ძალები თავს დაესხნენ ბერდიანსკის პორტს, რათა შეაჩერონ მიწოდება საზღვაო გზით.
  • ჩვენი სარდლობა ახორციელებს გარკვეულ მოქმედებებს ზაპოროჟიეს ოლქში, რაც აიძულებს რუსული ჯარების ნაწილს, რომელიც მზადაა, მარიუპოლში წავიდეს, სხვაგან გადაინაცვლოს. 

ეს საომარი მდგომარეობაა და მეომრები აკეთებენ ყველაფერს, რაც შეუძლიათ". - თქვა ალექსი არესტოვიჩმა

ქალაქი მარიუპოლი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის ოლქების გვერდით მდებარეობს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეებიდან ალყაშია. რუსი ჯარისკაცები ანადგურებენ ინფრასტრუქტურას, სასტიკად უსწორდებიან, აწამებენ და ხოცავენ მშვიდობიან მოქალაქეებს. მათი ნაწილის ევაკუაცია მოხერხდა, თუმცა, მოქალაქეთა ნაწილი კვლავ ქალაქში რჩება. ისინი სარდაფებში უწყლობით და შიმშილით იხოცებიან. რუსი ჯარისკაცები მარიუპოლში ჰუმანიტარული დახმარების მანქანებს არ უშვებენ. 

მარიუპოლში რუსების წინააღმდეგ აზოვის ბატალიონი იბრძვის. თუმცა, ისინი დახმარებას ითხოვენ. 


close დახურვა