უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი ოლექსი არესტოვიჩი ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ნელ-ნელა კვდება".
"თუ ის მოკვდება ციხეში, მაშინ ყველა იტყვის, რომ ის [საქართველოს ხელისუფლებამ] მოკლა. ეს გახდება უმნიშვნელოვანესი ფაქტი შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში, პროვოკაციებამდე, მასობრივ არეულობამდე, რევოლუციებამდე და ა.შ და თუ ეს ასე არ იქნება, არჩევნებზე იქონიებს გავლენას", - თქვა არესტოვიჩმა.
არესტოვიჩი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც არ უშვებს მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ სამკურნალოდ, რუსეთის ეშინია.
"ჩნდება კითხვა - ვისი ეშინიათ? და პასუხი ძალიან მარტივია - იმის, ვის მიმართ შიშსაც მალე სომხეთი შეწყვეტს, თუ უკვე არ შეწყვიტა", - ამბობს არესტოვიჩი.
არესტოვიჩი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, რუსეთმა მოუტანა ქვეყანას "განუსაზღვრელი უბედურება", საქართველოს მთავრობას ახლა "აბსოლუტურად პრორუსული კურსი" უკავია.