logo
ENG



არესტოვიჩი: უკრაინამ გასამარჯვებლად 4 პირობა დაასახელა, რასაც დასავლეთმა ხელი მოაწერა

27 ოქტ 202223:11
3 წუთის საკითხავი
 
არესტოვიჩი: უკრაინამ გასამარჯვებლად 4 პირობა დაასახელა, რასაც დასავლეთმა ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი ოლექსი არესტოვიჩი ამბობს, რომ უკრაინამ რუსეთის წამოწყებულ ომში გამარჯვებისთვის საჭირო 4 პირობა წამოაყენა, რომელსაც დასავლეთის ლიდერებმა "ხელი მოაწერეს".

"კოლექტიურმა დასავლეთმა მკაფიოდ თქვა, რომ უკრაინაში გამარჯვების კონტურებს თავად უკრაინა განსაზღვრავს, დასავლეთის საქმე კი დახმარებაა. როგორც გერმანიის კანცლერმა თქვა: თუ საჭირო გახდება, უკრაინის დახმარება გაგრძელდება ათწლეულების განმავლობაში, ჩვენ მზად ვართ. ამაში ის ომის გაგრძელებას არ გულისხმობდა, გულისხმობდა ომის შემდგომ აღდგენას", - თქვა არესტოვიჩმა.

არესტოვიჩის თქმით, დასავლეთი უკრაინის გამარჯვების ოთხ პირობას განიხილავს.

"ისინი ამას, როგორც დაგეგმვის ელემენტს, უკვე იყენებენ. ეს ოთხი პირობა ძალიან მარტივია და ღიად იყო მოცემული პრესაში. ესენია:

უკრაინის ტერიტორიის სრული გათავისუფლება

სამხედრო დამნაშავეების ექსტრადირება

რეპარაციების გადახდა

პუტინის დამხობა

ყველაფერი განსაზღვრულია, ყველაფერი მარტივია. ეს არის ის, როგორც მოვახდინეთ ჩვენ გამარჯვების ფორმულირება. დასავლეთში ამას ხელი მოაწერეს, რომ ჩვენ ამის მიღწევაში ყველანაირად დაგვეხმარებიან", - თქვა არესტოვიჩმა. 


close დახურვა