logo
ENG



არესტოვიჩი: უკრაინას შეუძლია დამატებითი მობილიზაცია განახორციელოს, რისი საჭიროებაც არაა

16 დეკ 202220:45
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/16/8kgspmucbz3yhum.jpg

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, უკრაინას შეუძლია დამატებითი მობილიზაცია განახორციელოს, მაგრამ ახლა ამის საჭიროება არ არის.

არესტოვიჩის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები დაახლოებით ერთ მილიონ ადამიანს ითვლის, რომლებიც მზად არიან იარაღით ხელში იბრძოლონ.

"უკრაინის არმიის მობილიზება ჯერ კიდევ შესაძლებელია. თუმცა, ახლა ასეთი საჭიროება არ არსებობს და ეს დაადასტურა უკრაინის შეირაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ", - თქვა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა.

24 თებერვალს, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო, უკრაინაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადდა. 18-დან 60 წლამდე კაცებს ქვეყნიდან გასვლა აეკრძალათ.


close დახურვა