logo
ENG



არესტოვიჩი: უკრაინის მასიური დაბომბვის უკან აღარ დგას სამხედრო და პოლიტიკური ამოცანები

13 დეკ 202212:43
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/13/aoqdyltaonjd1aa.jpg

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, უკრაინის მასიური დაბომბვის უკან აღარ დგას სამხედრო და პოლიტიკური ამოცანები.

"უკრაინის ყოველი ახალი დაბომბვით რუსი ოკუპანტები უფრო და უფრო უახლოვდებიან ნულს. დაბომბვის უკან აღარ დგას სამხედრო ამოცანები, არც პოლიტიკური", - თქვა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა.

არესტოვიჩის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ფუჭად ხარჯავს რაკეტებს საკუთარი არმიის არაკომპეტენტურობის დასაფარად.

ოქტომბრიდან მოყოლებული რუსეთმა უკვე რვა მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა უკრაინაზე. ბოლო სარაკეტო დარტყმა 5 დეკემბერს მოხდა, როდესაც რუსეთის ფედერაციამ 70-ზე მეტი რაკეტა გაუშვა უკრაინაში. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 60-ზე მეტი რაკეტის ჩამოგდება მოახერხეს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო მიიჩნევს, რომ უკრაინას რუსეთის ფედერაციის მხრიდან მასიური სარაკეტო დარტყმის კიდევ ხუთამდე ტალღა ემუქრება. ასეთი რაოდენობის შეტევა, შესაძლოა, ერთი დარტყმის დროს 80-90 რაკეტის გაშვებას დაექვემდებაროს.


close დახურვა