logo
ENG



არესტოვიჩი: ჩვენმა ჯარებმა ხერსონის მახლობლად ფრონტის ხაზის რამდენიმე უბანი გაარღვიეს

30 აგვ 202214:46
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/30/yx5psdmtva7nlwn.png

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის თქმით, უკრაინელმა ჯარებმა გაარღვიეს რუსული თავდაცვა ფრონტის ხაზის რამდენიმე რაიონში ქალაქ ხერსონთან

უკრაინელმა სამხედრო წყარომ განუცხადა CNN-ს, რომ უკრაინულმა ჯარებმა რუსეთის ოკუპაციისგან ოთხი სოფელი დაიბრუნეს სამხრეთ ხერსონის მახლობლად.

მოსკოვმა აღიარა კიევის ოპერაცია უკრაინის სამხრეთში, მაგრამ თქვა, რომ უკრაინულმა ჯარებმა "დიდი დანაკარგები განიცადეს" და "წარუმატებელი იყო მათი შეტევის მცდელობა".

"ჩვენ ვახშობთ მათ მცდელობებს, გადაეყვანათ მათი ჯგუფები დასავლეთ ნაპირზე [მდინარე დნეპროს], ჩვენ ვურტყამთ რეზერვებს, მათ შორის რეზერვებს, რომლებიც აღმოსავლეთ სანაპიროზეა და ასევე საბორნე გადასასვლელებზეც."- ამბობს არესტოვიჩი.

ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, სერხიი ხლანმა განაცხადა, რომ უკრაინამ მდინარე დნიპროზე რამდენიმე გადასასვლელს დაარტყა, რის გამოც ისინი გამოუსადეგარი გახდა.

29 აგვისტოს, "კახოვკას" ოპერატიული ჯგუფის წარმომადგენლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ  უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის რეგიონში თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს.

"კახოვკას" წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ საბრძოლო მოქმედებების დროს თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის 109-ე პოლკმა პოზიციებიდან უკან დაიხია,  ისევე როგორც რუსმა მედესანტეებმა, რომლებიც მხარს უჭერდნენ დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის დანაყოფებს.


close დახურვა