უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი ოლექსი არესტოვიჩი ამბობს, რომ აზოვსტალის ქარხანაში უკრაინულმა ძალებმა რუსული ჯარები მოიგერიეს.
"შეიძლება ითქვას, რომ ბრძოლა გრძელდება. დანარჩენი ინფორმაცია მოწმდება", - თქვა არსეტოვიჩმა.
გარდა ამისა, იგი ამბობს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები გრძელდება.
უკრაინის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ აზოვსტალის ქარხანაზე, სადაც უკრაინელი მებრძოლები და სამოქალაქო პირები არიან გამაგრებულნი, შტურმი მთელი ღამის განმავლობაშ გრძელდებოდა.
ამავე დროს, კრემლი აზოვსტალზე თავდასხმას უარყოფს. კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ აზოვსტალთან დაკავშირებით პრეზიდენტ პუტინს ახალი ბრძანებები არ გაუცია.