logo
ENG



არესტოვიჩის თქმით, ომის მეოთხე ეტაპი დაიწყო, რომელიც 2-3 თვე გაგრძელდება

26 აგვ 202213:58
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/26/piyfsk74u36at5q.jpg

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, ომის მეოთხე ეტაპი დაიწყო, რომელიც 2-3 თვე გაგრძელდება.

არესტოვიჩის თქმით, ამ ეტაპს წინ სამი ეტაპი უძღოდა: სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან უკრაინის ჩრდილოეთიდან რუსული ჯარების განდევნამდე; ლისიჩანსკისა და სევეროდონეცკის ოკუპაცია; მიკოლაივისა და კრივი რიჰის მიმართულებით ოკუპანტების მხრიდან წინსვლის წარუმატებელი მცდელობები, რომელიც 10 ივლისიდან 10 აგვისტომდე პერიოდს მოიცავს.

"ამ ეტაპისთვის დამახასიათებელი იქნება ის, რომ მხარეები დადგებიან და ერთმანეთს დაარტყამენ, რამდენადაც შეეძლებათ. მაგრამ ჩვენ თავდასხმის ბევრად მეტი შანსი გვაქვს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენ HIMARS გვაქვს, მათ კი არა," - თქვა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა.


close დახურვა