logo
ENG



არიან პედოფილი და ნარკომოვაჭრე მღვდლები-მამა გიორგი სხილაძის მორიგი სკანდალური განცხადება

07 ნოე 201907:34
3 წუთის საკითხავი
 
dvxum9syuoh5qdz.png

მამა გიორგი სხილაძე მორიგ სკანდალურ განცხადებებს აკეთებს. პარიზის „ემიგრაციული ეკლესიის" მოძღვარი „ფორმულასთან" საუბარში ქაშუეთის ტაძრის მოქმედ მღვდელს პედოფილიაში ადანაშაულებს. როგორც სასულიერო პირი აცხადებს, მან ეს ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ გაიგო. მამა გიორგი სასულიერო პირების მონაწილეობით სხვა სერიოზულ ბრალდებაზეც ამახვილებს ყურადღებას. მღვდელი აცხადებს, რომ მოქმედი მღვდელმსახურების გარკვეული რაოდენობა ნარკოვაჭრობითაა დაკავებული, მაღალი იერარქიის სასულიერო პირები კი მათ ხელს აფარებენ. 

"მღვდელმა ტაძარში, იმ გოგოს, რომელიც იქ იყო მისული, ისეთი მოქმედება ჩაუტარა, მოსაყოლადაც სამარცხვინოა. მზად ვარ, თუნდაც თავი შევაკლა ამ საკითხს. პედოფილი მღვდელი, რომელიც დღესაც კი კაშუეთის ტაძარში მოღვაწეობს, სახელს არ დავასახელებ, რადგან მომთხოვენ, რომ დავამტკიცო და ჯერ უნდა დავითანხმო ეს ადამიანი. არიან მღვდელები, რომლებიც ნარკოტიკებით ვაჭრობენ და თვითონ მომხმარებლები არიან. რა თქმა უნდა ყველა არა, მაგრამ... სარწმუნო წყაროებიდან ვიცი, 80 სასულიერო პირზე კრიმინალური დოსიე დაიდო საპატრიარქოში, რომ აი მიხედეთ ამ ხალხს, მაგრამ რომელი მათგანი გაგიგიათ, რომ განკვეთა პატრიარქმა?! სინოდში ერთმანეთის ცოდვებს ხელს აფარებენ, ერს კიდე ატყუებენ, რომ აი მოინანია და აპატია. ახლა თუ უღმერთო ხელისუფების შეკვეთებს შეასრულებ და ეკლესიაში პედოფილებს და მამათმავლებს შემოიყვან, მაშინ ეს რაღა პატრიარქობაა. ყველა იქნება პატრიარქი, პატრიარქი ფიტული კი არაა", - განაცხადა მამა გიორგიმ. 

 


close დახურვა