logo
ENG



არის დაბრკოლებები, რომლებიც ერთად უნდა გადავლახოთ ჩვენ და მთავრობამ-ლევან ახვლედიანი

22 ოქტ 201912:01
3 წუთის საკითხავი
 
wypoxy4blvo77j8.png

ანაკლიის კონსორციუმის ხელმძღვანელი დეპუტატების სურვილის შემთხვევაში, პარლამენტში მისასვლელად მზადაა. ლევან ახვლედიანი აცხადებს, რომ კონსორციუმი ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის მზადაა და სურვილს გამოთქვამს, რომ საკანონმდებლო ორგანოში მათთან ერთად, მთავრობის წარმომადგენლებიც მივიდნენ. 

"არის დაბრკოლებები, რომლებიც ერთობლივი ძალებით უნდა გადავლახოთ ჩვენ და მთავრობამ. მარტო კონსორციუმი ამას ვერ გააკეთებს. მიდის მიმოწერა და ინფორმაციის გაცვლა მთავრობასთანაც და  შესაბამისად შეხვედრების დაგეგმარება. ჩვენი ვალდებუების ფარგლებში მზად ვართ მივიდეთ პარლამენტში,"-განაცხადა ახვლედიანმა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრები ლევან კობერიძე,  ლევან გოგიჩაიშვილი და კობა ნარჩემაშვილი,  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილსა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალურ დირექტორს ლევან ახვლედიანს ღია დისკუსიის ფორმატში პარლამენტში იწვევენ. 


close დახურვა