logo
ENG



არმიამ კაპიტოლიუმში ნაციონალური გვარდიის 1 100 ოფიცერი გაგზავნა

07 იან 202101:03
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/07/0spuo8eukta950b.jpg

კაპიტოლიუმის შენობაში ტრამპის ხმარდამჭერების შეჭრის გამო სიტუაციის დეესკალაციის მიზნით არმიამ ვაშინგტონში მყოფი ნაციონალური გვარდიის 1 100 სამხედრო კაპიტოლიუმში გაგზავნა. 

CNN-ის ცნობით, კაპიტოლიუმის შენობაში დემონსტრანტების შეჭრის შედეგად რამდენიმე სამართალდამცველია დაშავებული. მინიმუმ ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოში უკვე გადაიყვანეს. 

რამდენიმე წუთის წინ CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შენობაში ერთ-ერთი ქალი გულ-მკერდის არეშია დაჭრილი. 

ცოტა ხნის წინ სამართალდამცველებმა კაპიტოლიუმში სენატის ფრთიდან შეჭრილი დემონსტრანტები გამოაძევეს, ამ დრომდე უცნობია, თუ რა ხდება წარმომადგენელთა პალატის მხარეს. 

ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში ადგილობრივი დროით 14:30 სთ-ზე შეიჭრნენ. 


close დახურვა