logo
ENG



არსებობს თუ არა ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომი - გახარია კითხვებს არ პასუხობს

08 ოქტ 201920:08
3 წუთის საკითხავი
 
2laz5ca9jzban63.png

დავით მუმლაძის გატაცებასა და მკვლელობაში მოქმედი და ყოფილი პოლიციელების მონაწილეობა სპეციალისტებსა და პოლიტიკურ ძალებს უჩენს კითხვას: არსებობს თუ არა ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომი? სისტემური ხარვეზების არსებობას მმართველი გუნდი ვერ ხედავს, თუმცა, ვერც იმას ხსნის, როგორ მოკლეს ადამიანი პოლიციელების ხელშეწყობით, რასაც გამოძიებაც ადასტურებს. მოქალაქის გატაცებისა და ე.წ. ქურდული სამყაროს წარმომადგენლებისთვის გადაცემის გამო დაკავებულ პოლიციელებზე გიორგი გახარიამ საუბარი დღეს არ ისურვა.  შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა  ჟურნალისტების შეკითხვა უპასუხოდ დატოვა. 

ის, რაც ხელისუფლების ლიდერებისთვის არასერიოზულია, აშფოთებს მათ პოლიტიკურ ოპონენტებს. დაუსჯელობის სინდრომი, ორმაგი სტანდარტები და უკონტროლო მმართველობა - ოპოზიციაში აცხადებენ, რომ დავით მუმლაძის სკანდალურმა საქმემ უმძიმესი სისტემური პრობლემები ამხილა. მესამე სექტორის წარმომადგენლები ხელისუფლებას მოუწოდებენ პოლიციელების სკანდალური საქმის პრეცედენტზე სერიოზულად დაფიქრდეს. მათი შეფასებით, ეს არის საქმე, რომელიც შეიძლება, სახელმწიფო ინსტიტუტებს ძვირად დაუჯდეს. სამოქალაქო სექტორის  წარმომადგენლები არა მარტო საქმეში მონაწილე პირების,  მათი უშუალო  ხელმძღვანელების თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასაც ითხოვენ. 

შეგახსენებთ, რომ დავით მუმლაძის ცხედარი 5 ოქტომბერს მტკვარმა გამორიყა. მას სხეულზე მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა. საქმეზე უკვე დაკავებულია 5 პირი, მათ შორის - ორი მოქმედი და ერთი ყოფილი პოლიციელი.


close დახურვა