logo
ENG



არსებული ინფორმაციით, შატილის გზაზე მიკროავტობუსი კლდიდან გადავარდნამდე მანქანას დაეჯახა

24 აგვ 202000:50
3 წუთის საკითხავი
 
ffncbdkbq8czs9h.jpg

არსებული ინფორმაციით, შატილის გზაზე მიკროავტობუსი კლდიდან გადავარდნამდე საავტომობილი გზების დეპარტამენტის ავტომანქანას დაეჯახა.

სავარაუდოდ, შეჯახების შემდეგ მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და 80 მეტრის სიმაღლიდან, კლდოვან ფერდობზე გადავარდა. მეორე ავტომანქანაში მგზავრები არ იმყოფებოდნენ.

მაშველებმა გარდაცვლილთა ცხედრები ხევიდან უკვე ამოასვენეს. ადგილზე ავარიის გამომწვევი მიზეზების დასადგენად ექსპერტ-კრიმინალისტებმა დაიწყეს მუშაობა.

შატილისკენ მიმავალი გზა ამ დრომდე გადაკეტილია. ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული.

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს, შატილის გზაზე მოხდა. სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. ავტოავარიის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი, მძიმედ დაშავდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.


close დახურვა